
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი, 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს დაბადებული ბ.პ. დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ სხვადასხვა დროს ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის










