• May

    6

    2026
  • 44
  • 0
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი, 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს დაბადებული ბ.პ. დააკავეს.

გამოძიებით დაადგინდა, რომ სხვადასხვა დროს ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor