
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი – დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული
დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე










