• May

    1

    2026
  • 33
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული

ირაკლი ქადაგიშვილი – დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული

დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი, დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.

„„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მათი კლასტერის მხრიდან ყველა პროცესი დაზიანდეს. აუცილებელი მოცემულობაა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სენსიტიურია, სათუთია, ყველგან მუდმივი თავდასხმა და შეტევა უნდა იყოს. დიდი ხანია, მათი თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ბუნებრივია, როცა ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი მიმდინარეობს, ისინი თავიანთ მცდელობას გაააქტიურებენ. რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება. ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული. პოლონეთის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სიუჟეტი დაიწყეს იმით, რომ რეალური კანდიდატის არჩევანი რუსული ინტერესებია. ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს არასოდეს დაანებებენ. სააკაშვილი პატრიარქის, ეკლესიის ხან ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ხან კრიტიკოსი და მლანძღავი. მისი გამონათქვამები აღარ გვიკვირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor