
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ხ. – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 1958 წელს დაბადებული ჯ.ქ. კი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი










