• April

    24

    2026
  • 87
  • 0
საქსტატი – 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, 1 426 პირს კი შეუწყდა

საქსტატი – 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, 1 426 პირს კი შეუწყდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, ხოლო 1 426-ს შეუწყდა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მეტი – 1 393 ადამიანი, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის ფედერაციიდან იყო.  296-მა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა გერმანიიდან, უკრაინიდან – 114-მა პირმა, სომხეთიდან – 104-მა პირმა, აშშ-დან კი – 81-მა პირმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, 2025 წელს ამის იურიდიულ საფუძველს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა. საქსტატის ინფორმაციით, 1 426 პირიდან, ვისაც გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, 639-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეობაც 209 პირმა მიიღო და მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 121 პირით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor