
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს თავისთავად მეტყველებს ელჩის მძიმე მდგომარეობაზე
ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს როცა ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რამდენიმე ქართული მედიასაშუალებით გავრცელდა ჰერჩინსკის განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს










