
სუს-ი – უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ წარმოებული ე.წ. რბილი ძალის და ფარული ოპერაციებიდან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიმართულებით გატარდა ოპერატიული ღონისძიებები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები. სუს-ის ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ, აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო, რელიგიური, დიასპორული და კერძო










