• April

    17

    2026
  • 82
  • 0
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა

გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და UNDP-ს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების განვითარების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით UNDP-სთან პარტნიორობას.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ივანა ჟივკოვიჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და 2026-2030 წლების „პროგრამული დოკუმენტის“ განხორციელების პროცესში UNDP-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ხაზი გაესვა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება.

თავის მხრივ, ივანა ჟივკოვიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მინისტრს სამომავლო პარტნიორობის მზაობა დაუდასტურა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor