
სოსო მანჯავიძე : ,,ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი – ვისაც ჰგონია, ამერიკელები ძალიან რბილი ხალხია და მხოლოდ დემოკრატიული შეთავაზებებით შემოიფარგლებიან, მწარედ ცდება”
,,ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს,










