• October

      22

      2023
    • 152
    • 0
    თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრებლების დასახმარებლად ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

    თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრებლების დასახმარებლად ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

    თურქეთმა სამედიცინო პერსონალი და მედიკამენეტები გააგზავნა ეგვიპტეში, რათა ღაზის სექტორში მცხოვრებმა ადამიანებმა საჭირო ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია. „ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ღაზის დასახმარებლად. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ“, – წერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

    • October

      22

      2023
    • 132
    • 0
    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში ირანში ჩავა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში ირანში ჩავა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირაში ირანში ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ლავროვის თეირანში ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვი თეირანში ხვალ ჩავა.

    • October

      21

      2023
    • 116
    • 0
    ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, 4 385 ადამიანი დაიღუპა

    ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, 4 385 ადამიანი დაიღუპა

    ღაზის სექტორში 7 ოქტომბრიდან დღემდე 4 385 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 756 ბავშვია, – ინფორმაციას The Times of Israel „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 561 ადამიანი. ისრაელში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა.

    • October

      21

      2023
    • 129
    • 0
    პალესტინის პრეზიდენტი – ჩვენს მიწას არ დავტოვებთ

    პალესტინის პრეზიდენტი – ჩვენს მიწას არ დავტოვებთ

    ჩვენს მიწას არ დავტოვებთ, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები“, – აღნიშნა მან. ეგვიპტის დედაქალაქში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, „ჰამასისა“ და ირანის წარმომადგენლები.

    • October

      21

      2023
    • 152
    • 0
    ანტონიუ გუტერეში – „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას

    ანტონიუ გუტერეში – „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას

    „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული დასაგმობი თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა. გუტერეშმა ომის „ფართო კონტექსტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს მეშვეობით გადაწყვეტა „ერთადერთი რეალისტური საფუძველია ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად. „ისრაელმა უნდა დაინახოს, რომ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა იყოს

    • October

      21

      2023
    • 237
    • 0
    ,,Red Wings Airlines ” მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

    ,,Red Wings Airlines ” მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

    რუსული მედიის, ,, რია ნოვოსტის” ცნობით, Red Wings Airlines”  მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ნოემბრიდან პირდაპირ რეისებს იწყებს. ,,Red Wings Airlines “3 ნოემბრიდან ზამთრის განრიგის ფარგლებში მოსკოვი-ბათუმის პირდაპირ ფრენებს იწყებს, რეისები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას, განუცხადა კომპანიამ ,, რია ნოვოსტის”. „Red Wings Airlines“-ი ახალი მარშრუტის „მოსკოვი-ბათუმი“ გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.ზამთრის განრიგის ფარგლებში, 3 ნოემბრიდან ფრენები

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor