
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქსენეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გალანტმა ისაუბრა ისრაელის საომარი გეგმებისა და მიზნების შესახებ. მისი თქმით, მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციასა და ახალი „უსაფრთხოების რეჟიმის“ შექმნით ღაზაზე ისრაელის პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას.










