
შსს თბილისში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ განმარტება გააკეთა. დარახველიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის მთავარ










