
გელა გელაძე – შსს-ს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხდებით
დღეს ჩვენ აჭარაში ოფიციალურად ვხსნით ტურისტულ სეზონს, რომელსაც გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხვდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად არიან მობილიზებული დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ბათუმში, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა ადგილობრივი დამსვენებლებისა და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის










