
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც სასწავლებელი განახორციელებს, მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. სახელმწიფო










