
ალექსანდრე დარახველიძემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. შსს-ს ცნობით, ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, ალექსანდრე დარახველიძე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არმენ ღაზარიანს, ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, მირლანბეკ ბაიგონჩოკოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის უფროსს, ვუსალ ჰუსეინოვს, ასევე სერბეთის რესპუბლიკის










