
გრუნი მსოფლიო ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან (თურქეთი) და სევილიის უნივერსიტეტთან (ესპანეთი) ერთად 23-25 ივლისს პრაღაში ეკონომიკის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას მართავს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მსოფლიო ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან (თურქეთი) და სევილიის უნივერსიტეტთან (ესპანეთი) ერთად 2025 წლის 23-25 ივლისს პრაღაში მართავს ეკონომიკის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციის მიმართულება შეზღუდულია და ეხება მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროს. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია. გრუნის პროფესორები და სტუდენტები, როგორც კონფერენციის თანაორგანიზატორი უნივერსიტეტის










