
თბილისის მერიამ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე“, – განაცხადა










