
კახა კალაძე – „თბილსერვის ჯგუფი“ შშმ პირებისთვის განკუთვნილ 12 სპეციალიზებულ ლიფტს შეაკეთებს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს მათ ბალანსზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დაავალა. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 12 სპეციალიზებული ლიფტიდან, ამ დროისთვის, რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული. „დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაყენებული გვაქვს 12 სპეციალიზებული ლიფტი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. ამ 12 ლიფტიდან რვა ერთეული ვანდალურად არის










