
ჰადას მეიცადი – გვჯერა, ჰოლოკოსტის ხსოვნა კაცობრიობის ფუნდამენტური ვალდებულებაა, საჭიროა გაკვეთილების სწავლა მისგან, რომ აღარასდროს აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში
დღეს, 27 იანვარს აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო ხსოვნის დღეს, ეს არის საქართველოს პარლამენტის და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ღონისძიება, გვჯერა, რომ ჰოლოკოსტის ხსოვნა კაცობრიობის ფუნდამენტური ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა. ელჩის თქმით, ჰოლოკოსტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. „წელს ჩვენ ვხედავთ ანტისემიტიზმის ზრდას გლობალურად, რამაც საგანგაშო სიმაღლეს










