
მიხეილ სარჯველაძე – ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერცერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700-ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან. „არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც EMA-ს გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია: „საჭიროა დამატებითი მონაცემების










