
მიხეილ სარჯველაძე – ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ, ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ










