
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უმეტესად










