
,,GEO NEWS” მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ჟურნალისტებს
გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ბოლო საათებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტებს. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ,,პირველი არხის” ჟურნალისტების მობილურის პირადი ნომრები, რაც, ბუნებრივია, არის პერსონალური ინფორმაციის გავრცელება. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ბულინგის ფაქტებზე, რადგან ასეთ ვითარებაში, როცა ჟურნალისტებზე ხდება პერსონალური ინფორმაციების გასაჯაროება









