
მოქალაქეები სიონის ტაძარში დილიდან მიდიან
მოქალაქეები სიონის ტაძარში დილიდან მიდიან. ისინი პატივს მიაგებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას. სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდები. სამების მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ტაძარში










