
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ. „ახალი სერვისი გონიერი კონტრაქტის თანამედროვე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მომსახურება სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.










