
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. შსს-ც ცნობით, მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. „გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.










