
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო
14 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელსაც საქსტატი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად










