
ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, მეუფე შიო პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება. „ოთხშაბათს, 25 მარტს სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.










