
თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ








