
აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება
საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა. ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება. ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს










