
კახა კალაძემ მუხიანში განახლებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანში, კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. „გავაშენეთ ახალი პარკი მუხიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი, ასეთი ლამაზი სივრცე გვაქვს. გულს უხარია აქ მოსვლა, რადგან ყველაფერი მოწესრიგებული და გალამაზებულია.










