ირაკლი ხმალაძე ლონდონის მერის მოადგილეს, ჯულს პაიპს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვიქტორ წილოსანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილე ჯულს პაიპს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურბანული დაგეგმარებისა და სატრანსპორტო რეფორმის საკითხებს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ლონდონის მოწინავე გამოცდილებაზე მუნიციპალური სერვისების განვითარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის სფეროებში. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ლონდონში ტრანსპორტის










