
სპორტის სამინისტრომ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას აგრძელებს. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი










