
შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო. „დღეს, ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნება, ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს და ლაგოდეხში ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.










