
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში შეხვედრები გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონებში, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა. „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთი










