
პარლამენტმა მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით, ერთხმად მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას









