
ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. „საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის










