
ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ, მარტონ ნადისთან შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირების შეხვედრა საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. „საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი










