
საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცხრაკილომეტრიანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციას ახორციელებს. „აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს,










