
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში დამწყები სტარტაპერებისთვის პრაქტიკული ტრენინგი „იდეიდან პროდუქტამდე: შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა. შეხვედრას მეწარმე და Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი გაუძღვა, რომელმაც, სტარტაპის საწყისი ეტაპის გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდების მიზნით, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა გუნდის შეკრება და ეფექტური მართვა, ძლიერი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება, გუნდში დავალებების განაწილების ხელოვნება, თანადამფუძნებლის










