
ცესკო – პირველ ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების და გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტს ამერიკული კომპანია ჩაატარებს
2023 წლის 1-ელი ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V განახორციელებს. ამის შესახებ აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, კომპანია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია, ასევე აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ,










