
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
დედაქალაქის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა, ხუთი წელია, ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით 70 პროცენტია. „პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლის და










