
დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროებთან და ხე-ტყის უკანონო დამზადებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება, ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება
დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროებთან და ხე-ტყის უკანონო დამზადებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. უწყების ცნობით, 2024 წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკა საგანგაშოდ მაღალია წინა წლების სტატისტიკასთან მიმართებით და შეუძლებელია ყველა უკანონო სახერხის 100 პროცენტიანი გამოვლენა, რადგან არალეგალური სახერხი საამქროს მოწყობა არ არის










