
შემოსავლების სამსახური – სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ გადმოცემული რენტგენოინსპექტირების სისტემები
სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, რენტგენოინსპექტირების სისტემები, – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის „ყაზბეგში“ განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის ტექნიკური ნაწილები, რომლებიც უსაფრთხოდ არის დაცული. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს, გამოეხმაუროს










