
წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დასაერთებლად, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი დროებით ძველი გზით იმოძრავებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთის ზესტაფონის შემოვლით გზასთან დასაერთებლად და სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის აუცილებელია, 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით. კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის










