
კახა კალაძემ ოლიმპიურ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა – მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ოქროს მედლების მფლობელებს მადლობა გადაუხადა მთელი ქვეყნის გახარებისთვის. „ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური – ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. მინდა, გულწრფელად მივულოცო მათ ეს დიდი წარმატება,










