
რაჭაში რთველი დაიწყო
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული. „კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს რაჭაში რთველი გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყო. რაჭა განსაკუთრებული რეგიონია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, სადაც მზადდება უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, ასევე სხვა საინტერესო










