
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი წარმატებით დასრულდა, თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი გეგმა სრულად შესრულდა. გაწვეულ წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი, იმსახუროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები სამედიცინო შემოწმების შემდეგ ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. ახალქალაქში გამგზავრებამდე ისინი შეიკრიბნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა










