
,,სუსი” – 31 ოქტომბერს ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია
31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით, დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ










